საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-19 12:55:32+04:00

მომდევნო თვიდან საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა, მათ შორის კამბოჯა, ეთიპოია, , მონღოლეთი, მოზამბიკი და ნიკარაგუა, დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც B1 ანუ ბიზნესისა და B2 ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობის ტიპის ვიზების მისაღებად სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ, თუმცა სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.