როგორ აფასებენ ოპოზიციაში საქარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტს ვაშინგოტნში და რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში აშშ-თან სტრატეგიული პატრნიორების აღდგენის საკითხში - Palitra News

როგორ აფასებენ ოპოზიციაში საქარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტს ვაშინგოტნში და რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში აშშ-თან სტრატეგიული პატრნიორების აღდგენის საკითხში

2026-03-19 15:41:47+04:00

საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან სტრატეგიული პატრნიორების აღდგენის მოლოდინშია, ვაშინგტონიდან ბოლო ვიზიტიდან დაბრუნებული საპარლამენტო დელეგაცია მართალია პოზიტიური განწყობით ჩამოვიდა, თუმცა თავად ამერიკული მხარის მხრიდან რაიმე სახის გარდამტეხ ცვლილებებს ვერ ვხედავთ. უფრო მეტიც, სენატორები და კონგრესმენები ამერიკულ მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს. რა პრინციპით იმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია? ამაზე გადაჭრით საუბარი რთულია, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნათელია, საქართველოში დამყარდა დიქტატურა და "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო წნეხის პარალელურად აუცილებლად მოუწევს უკან დახევა.