სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში მისული ხალხის ნაკადი არ წყდება. მრევლს 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა ტაძარში ილია მეორეს პატივის მისაგებად მივიდეს. დაწესებულია გარკვეული ტიპის რეგულაციები. ადამიანები ცენტრალური შესასვლელიდან ორ დიდ ნაკადად შედიან და უწმინდესობასთან მიახლოების საშუალება ეძლევათ. სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ქვეითად მოსიარულეებს, კი მეტროსადგურ „ავლაბრიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. პატრიაქრს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ, მანამდე სავარაუდოდ, სამების საკათედრო ტაძარში მთავარი წირვა შესრულდება, საგანგებო ლიტურგიას მმსოფლიო პატრიაქრი ბართლომეო აღავლენს.