საქართველო არის პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც მომდევნო თვიდან გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა, მათ შორის კამბოჯა, ეთიპოია, , მონღოლეთი, მოზამბიკი და ნიკარაგუა, დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც B1 ანუ ბიზნესისა და B2 ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობის ტიპის ვიზების მისაღებად სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ, თუმცა სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა. რატომ აღმოჩნდა საქართველო სიაში აფრიკული ქვეყნების გვერდით, რას ამბობენ პოლიტიკოსები?