საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა.
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პატრიარქის ბანერები, ასევე, განთავსდება ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.