საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მოლოდინშია, თუმცა ვაშინგტონიდან მკაფიო სიგნალები ამ დრომდე არ ჩანს - Palitra News

საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მოლოდინშია, თუმცა ვაშინგტონიდან მკაფიო სიგნალები ამ დრომდე არ ჩანს

2026-03-19 20:32:57+04:00

საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მოლოდინშია, თუმცა ვაშინგტონიდან მკაფიო სიგნალები ამ დრომდე არ ჩანს. აშშ-დან დაბრუნებული საპარლამენტო დელეგაცია ოპტიმისტურ შეფასებებს აკეთებს, თუმცა ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ადმინისტრაციას სანქციებისა და დამატებითი ბერკეტების განხილვისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, საქართველომ „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს ყურადღება უნდა მიაქციოს.ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ტრამპის ადმინისტრაცია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება და საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებას პოზიციის გადახედვას აიძულებს.