საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ის გარკვეული ვიზებისთვის ფინანსური გირაოს გადახდა შესაძლოა დაეკისროთ - Palitra News

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ის გარკვეული ვიზებისთვის ფინანსური გირაოს გადახდა შესაძლოა დაეკისროთ

2026-03-19 20:34:24+04:00

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ის გარკვეული ვიზებისთვის ფინანსური გირაოს გადახდა შესაძლოა დაეკისროთ. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, B1 და B2 კატეგორიის ვიზებზე აპლიკანტებს 15 ათას დოლარამდე თანხის გადახდა შეიძლება მოუწიოთ, თუმცა ეს ვიზის მიღებას არ უზრუნველყოფს.სიაში საქართველოთან ერთად რამდენიმე აფრიკული და აზიური ქვეყანაც მოხვდა, რამაც პოლიტიკურ წრეებში დისკუსია გამოიწვია. კითხვები გაჩნდა, რატომ აღმოჩნდა საქართველო ამ კატეგორიაში და რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ორმხრივ ურთიერთობებზე. შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან უკვე გაკეთდა.