რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია და ამ პროცესში თბილისიდან ნაბიჯებს ელოდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, საქართველოში იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ურთიერთობების ნორმალიზებას მხარს უჭერენ.ამ განცხადებას საქართველოში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დასავლეთიდან კრიტიკის ფონზე რუსეთის მსგავსი გზავნილები ხელისუფლების საგარეო კურსის შედეგია. მმართველ გუნდში კი თემას სიფრთხილით ეკიდებიან. როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ზახაროვას განცხადებას?