ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა - რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე - Palitra News

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა - რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე

2026-03-20 09:28:52+04:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საკათედრო ტაძარში მისული ხალხის ნაკადი არ წყდება. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. გუშინ პატრიარქის ნათლულების მსვლელობა გაიმართა. ისინი სამების საკათედრო ტაძარში ხელში სიმბოლურად თეთრი ვარდებით მივიდნენ. მას შემდეგ, რაც ოჯახებში მესამე და მომდევნო ბავშვების საყოველთაო ნათლობა გამოცხადდა, ილია მეორე უკვე 50 000-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა და 70 000-ზე მეტი ნათლობა გაიმართა. მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში, საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაიკრძალება.