ისრაელმა თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო - Palitra News

ისრაელმა თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

2026-03-20 10:17:17+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სამიზნე „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა“.

ღამით ირანმა იერუსალიმის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ისროლა. რაკეტების მოგერიებით გამოწვეული აფეთქებების ხმა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.