სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. საქართველო პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობს. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს ამ დღიდან სამებაში ხალხის ნაკადი არ წყდება. ილია II-ისთვის პატივის მისაგებად ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.