მეხუთე დღეა საქართველო პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერისგან თუ სასულიერო პირისგან იღებს. "თანამემამულეებისთვის ზნეობრივი სვეტი", "ეკლესიის ნეტარ ხსენებული წინამძღოლი", "ხმა შერიგებისა, და დაუღალავი შემოქმედი ერთობისა"- ამ ეპითეტებით მოიხსენიებენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. რომის პაპი, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტი და სერბეთის პატრიარქი, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო ასევე სხვა სასულიერო პირები სამძიმრის წერილებში წერენ, რომ ლოცულობენ ილია მეორის სულისთვის. ადამიანისთვის რომელმაც რთულ ისტორიულ ვითარებაში ხელი შეუწყო სულიერ განახლებას, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებასა და ქართველი ერის იდენტობის შენარჩუნებას.