2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს ბიზნეს, ტურისმისა და სამედიცინო მკურნალობის ტიპის ვიზების მისაღებად 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდა მოუწევთ. აშშ-მა საქართველო “მაღალი რისკის” ქვეყანათა სიაში მათ შორის აფირიკის ქვეყნებთან ერთად დაამატა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სიაში აფირიკის ქვეყნების გვერდით მოხვედრა ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია, რითაც ხელისუფლებამ ქვეყნას რეპუტაციული ზიანი მიაყენა. თავად ქართული ოცნება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელია.