The Times of Israel - ისრაელმა და აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს - Palitra News

The Times of Israel - ისრაელმა და აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს

2026-03-21 15:22:25+04:00

ისრაელმა და აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელეს.

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი წერს, რომ იერიშების შემდეგ ობიექტიდან რადიაციული გაჟონვა არ დაფიქსირებულა.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის Kan-ის ინფორმაციით, აშშ-მა ნატანზის ბირთვული ობიექტის თავზე GBU-57-ის ტიპის ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბები ჩამოაგდო.