სიონის საპატრიარქო ტაძარაში, სადაც ხვალ საქართველოს პატრიარქს ილია || -ს დაკრძალავენ, სამზადისი დასკვნით ეტაპზეა - Palitra News

სიონის საპატრიარქო ტაძარაში, სადაც ხვალ საქართველოს პატრიარქს ილია || -ს დაკრძალავენ, სამზადისი დასკვნით ეტაპზეა

2026-03-21 16:23:28+04:00

სიონის საპატრიარქო ტაძარაში, სადაც ხვალ საქართველოს პატრიარქს ილია || -ს დაკრძალავენ, სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. უკვე გაჭრილია საფლავი, რომელიც საკურთხეველთან მარცხნივ მდებარეობს. ამჟამად ტაძარში ხვალინდელი ცერემონიისთვის მონიტორებისა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მონტაჟი მიმდინარეობს. სამებიდან სიონში პატრიარქის გადასვენება ხვალ დაახლოებით 16:30 საათზე უნდა დაიწყოს. შესვენების მომენტში იგალობლებენ მგალობლები, ტაძარში შესვლა კი შეზღუდული იქნება. ილია მეორე გახდება მეცხრე პატრიარქი, რომელსაც სიონის ტაძარში დაკრძალვან. როგორც მღველმსახურები განმარტავენ, სიონის საკათედრო ტაძარი პატრიარქის სურვილით შეირჩა.