რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარი - ბელარუსიდან მოდის ეგზარქოსი და ის უხელმძღვანელებს რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, დიდი დელეგაცია იქნება - 80 ადამიანი - Palitra News

რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარი - ბელარუსიდან მოდის ეგზარქოსი და ის უხელმძღვანელებს რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, დიდი დელეგაცია იქნება - 80 ადამიანი

2026-03-21 16:25:28+04:00

ბელარუსიდან მოდის ეგზარქოსი და ის უხელმძღვანელებს რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს ამ მსახურებაში. ამ ეკლესიის ერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი დელეგაცია იქნება - 80 ადამიანი,- ამის შესახებ რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა განაცხადა.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიიღებს მონაწილეობას, დეკანოზმა აღნიშნა, რომ ეს კარგია, რადგან ერთობა უნდა იყოს.

„ჩემთან ერთად დღეს ჩამოვიდა ჩემი მღვდელმსახური მამა მირონი და წმინდა გიორგის ეკლესიის წევრები რუსეთიდან. მე ვარ ქართული ეკლესიის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი. ერთობა უნდა იყოს, მშვიდობა და ყველაფერი კარგი“,- განაცხადა დეკანოზმა.