სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. მეოთხე დღეა ტაძარში მიმავალი მოქალაქეების უწყვეტის ნაკადი არ წყდება. ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იყო თუმცა უკვე ხვალ ღამის ორი საათიდან დილის რვა საათამდე ტაძარი დაიკეტება, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო ლიდერები, იმყოფებოდნენ, კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა ვატიკანის დელეგაციაც. უცხო ქვეყნიდან ჩამოვლენ დაკრძალვის დღესაც. ხვალ 12 საათზე ელოდებიან მსოფლიო პატრიარქს, რომელიც წესის აგების მსახურებას შეასრულებს.