მეოთხე დღეა ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა. სამების საკათედრო ტაძრისკენ რიგები სწორედ ამ ლოკაციიდან იწყება. ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები საათობით დგანან რიგში. ჩიხოსნები, ცეკვის ანსაბლები, პატრიარქის ნათლულები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები სამოქალაქო პანაშვიდზე მიდიან.