საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

2026-03-21 20:15:31+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა უნგრეთში მონაწილეობა მიიღო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაშიც .სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ევროპულ ღირებულებებზეც ისაუბრა. მისი თქმით საქართველის ხელისუფლება იმედოვვნებს რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტსა და ქრისტიანულ იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.