აბას არაჩღი - ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე, პატივი ეცით ორივეს - ან ნურცერთს ნუ მოელით - Palitra News

აბას არაჩღი - ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე, პატივი ეცით ორივეს - ან ნურცერთს ნუ მოელით

2026-03-23 09:01:33+04:00

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა შეჩერებულია არა ირანის ქმედებების გამო, არამედ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიები შეშფოთებულები არიან აშშ-ის მიერ წამოწყებული ომით.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დახურული. გემები ყოყმანობენ, რადგან სადაზღვევო კომპანიები შიშობენ თქვენს მიერ წამოწყებული არჩევანის ომის - და არა ირანის - შიშის გამო“, - წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე.

„ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს - ან ნურცერთს ნუ მოელით“, - წერს არაღჩი.

მისი ,ტკიცებით, მუქარა ვერც ირანელებს და ვერც სადაზღვევო კომპანიებს ვერ შეარყევს.