„გვიყვარხარ პატრიარქო“ - ილია II უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქემ გააცილა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვამდე, სიონის ტაძარში დასვენებისას, უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.სიონის ტაძარში დაკრძალვა თავად უწმინდესის სურვილი იყო, რაც წმინდა სინოდის მხრიდან აღსრულდა. ის საქართველოს მეცხრე პატრიარქია, რომელმაც საბოლოო განსასვენებელი სიონის ტაძარში ნახა. სიონის კარი გვიანობამდე იყო ღია. ტაძარში შესვლა და ახლად დაკრძალული პატრიარქისთვის პატივის მიგება მრევლს ღამის 10 საათამდე შეეძლო.