ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე დაწყებული საჰაერო ოპერაციები გრძელდება, რასაც თეირანი მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიშებით პასუხობს. ბოლო დღეებში ირანის ბალისტიკურმა რაკეტებმა ისრაელის ტერიტორიაზე მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. საერთაშორისო მედიის ცნობით, ვაშინგტონმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნის მოთხოვნით 48-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და დამატებითი სამხედრო ძალებიც გაგზავნა რეგიონში, რაც კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოების საფრთხეს ზრდის. ირანი საპასუხოდ აცხადებს, რომ ამერიკული დარტყმების შემთხვევაში შესაძლოა სრულად დახუროს ჰორმუზის სრუტე და დაარტყას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რეგიონში, რაც გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე უკვე აისახა.