პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა - Palitra News

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

2026-03-23 09:37:15+04:00

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უარყოფითად აფასებენ ფაქტს, რომ გლოვის დღეებში პრემიერი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. როგორც ხელიუსფლების ოპონენტები განმარტავენ, კობახიძის უნგრეთში ჩასვლა, სავარაუდოდ, კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ყოფნას უკავშირდებოდა. მათივე მტკიცებით, „ქართული ოცნება“ აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებას უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის შუამავლობით ცდილობს. ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზტით 21 მარტს იმყოფებოდა, ის უნგრეთის პრემიერს შეხვდა და კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმო. ირაკლი კობახიძე საქართველოში იმავე დღეს დაბრუნდა.