საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამოქმედებული მოსკოვის მექანიზმი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია. ოპოზიციაში არ აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დაწესებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.ოპონენტები არ გამორიცხავენ, დასავლეთმა უფრო მკაცრი, შემზღუდავი მექანიზმები აამოქმედონ. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, სანქციები პერსონალური უნდა იყოს და უნდა შეეხოს მხოლოდ მათ, ვინც მათი შეფასებით შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეა პასუხისმგებელი.. მმართველი გუნდი თვლის, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში ცრუ ინფორმაციებს ეყრდნობა.