თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, კერძოდ კი, პროკურატურას 1 მოწმე - გამომძიებელი - კონსტანტინე კერესელიძე ჰყავს წარმოდგენილი. გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებსაც. პროცესს არ ესწრებიან ზურაბ ჭავჭანიძე და გიორგი ქორქია, ვინაიდან ისინი მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.