სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. 40 დღის განმავლობაში, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით დაიწყებენ. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება. მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება კი ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება. ილია მეორე მერვე პატრიარქია, რომელიც სიონის ტაძარში დაკრძალეს.