რა იყო მთავარი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა? - Palitra News

რა იყო მთავარი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა?

2026-03-23 15:42:40+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. საქმე ეხება სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროცესს არ ესწრებოდა ნიკა მელია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატი ინფორმაციით ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და ის საპატიმროში ზის იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირია. რა იყო მთავარი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა?