ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, მიიღონ მონაწილეობა წერილობითი მასალების მოწოდების მეშვეობით. წერილობითი მასალები 2026 წლის 14 აპრილამდე უნდა გააგზავნონ. დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საჯარო კონსულტაციებიც.