საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართა - Palitra News

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართა

2026-03-23 19:38:23+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.

„ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.