სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავთან დილიდან მრევლის უწყვეტი ნაკადი შეიმჩნევა - Palitra News

სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავთან დილიდან მრევლის უწყვეტი ნაკადი შეიმჩნევა

2026-03-23 20:23:03+04:00

სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავთან დილიდან მრევლის უწყვეტი ნაკადი შეიმჩნევა. მოქალაქეები პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად ტაძარში მიდიან და მის საფლავს ეწვივნენ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მომდევნო 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად პანაშვიდები აღევლინება. სასულიერო პირები მსახურებას მგალობლების თანხლებით ატარებენ. პანაშვიდები ორ დროის მონაკვეთში ტარდება - დილის 11:00-დან 16:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 22:00 საათამდე.

მოქალაქეებს შეუძლიათ ტაძარში ყოველდღიურად 08:00-დან 22:00 საათამდე შევიდნენ და პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგონ. ილია II სიონის ტაძარში დაკრძალულ პატრიარქებს შორის რიგით მერვეა.