საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი, 142-ე პატრიარქის ვინაობა ორ თვეში უნდა გახდეს ცნობილი - Palitra News

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი, 142-ე პატრიარქის ვინაობა ორ თვეში უნდა გახდეს ცნობილი

2026-03-23 20:26:22+04:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი, 142-ე პატრიარქის ვინაობა ორ თვეში უნდა გახდეს ცნობილი. პროცესი ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ დაიწყება და კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდება.

სინოდის წევრებს ჯერ არ დაუწყიათ კანდიდატებზე მსჯელობა. ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

პატრიარქის არჩევის თემა უკვე იწვევს პოლიტიკურ შეფასებებსაც. ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ სინოდში მრავალი ღირსეული კანდიდატი არსებობს, თუმცა პროცესზე ხელისუფლების გავლენის რისკიც მაღალია.

გლოვის დღეებმა, მათივე შეფასებით, აჩვენა, რომ პოლიტიკური ფაქტორი ამჯერადაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.