აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ანდრეოლი შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. ასევე დაგეგმილია მისი ვიზიტი ფოთში, სადაც ამერიკული ინვესტიციით განხორციელებულ პროექტებს დაათვალიერებს.
პროგრამაში შედის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩასვლაც.
ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.