ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად იძაბება და კონფლიქტის გაფართოების რისკი იზრდება - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად იძაბება და კონფლიქტის გაფართოების რისკი იზრდება

2026-03-23 20:28:38+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად იძაბება და კონფლიქტის გაფართოების რისკი იზრდება. ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადადის.აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებს აგრძელებენ, რასაც თეირანი სარაკეტო და დრონული იერიშებით პასუხობს. ბოლო დღეებში შეტევებმა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურული ზიანი გამოიწვია.ვაშინგტონმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნის მოთხოვნით 48-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და რეგიონში დამატებითი ძალები გააგზავნა.ირანი საპასუხოდ სრუტის დახურვასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს განიხილავს, რაც უკვე აისახა გლობალურ ბაზრებზე.