დონალდ ტრამპი - ირანს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, აშშ-ისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა დაასრულოს და იმედია, გამოიყენებს - ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და მსოფლიო მალე უფრო უსაფრთხო იქნება - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, აშშ-ისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა დაასრულოს და იმედია, გამოიყენებს - ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და მსოფლიო მალე უფრო უსაფრთხო იქნება

2026-03-23 21:49:56+04:00

ირანთან შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტენესის შტატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი მოლაპარაკებების მიმართ „სერიოზულად არის განწყობილი“.

„ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული შესანიშნავი სამუშაოს დამსახურებაა. იმედია, რომ შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს მოიპოვოს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„ახლა ირანს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, რომ აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა დაასრულოს და იმედია, ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და მთელი მსოფლიო მალე უფრო უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.