სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის განვლილ ცხოვრებას დეკანოზი შალვა კეკელია აფასებს. როგორც მამა შალვა იხსენებს, პატრიარქის მიზანი და მთავარი ოცნება ერის სულიერი და ტერიტორიული გაერთიანება იყო. დეკანოზი პატრიარქის დიდ წვლილზე საუბრობს. განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეკლესია-მონასტრების აშენებასა და ქართველი ხალხის ეკლესიასთან დაახლოებას. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.