ელენე ხოშტარიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება - Palitra News

ელენე ხოშტარიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

2026-03-24 09:21:20+04:00

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. სწორედ ამ დროს გამოაცხადებს მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენს. მან სასამართლო პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა ელენე ხოშტარია საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არც ერთ სხდომას არ დასწრებია. დაცვის მხარეს არც დასკვნითი სიტყვის უფლებით უსარგებლია. როგორც ხოშტარიას ადვოკატმა, ელენე მაღლაკელიძემ განაცხადა, დაკავებული პოლიტიკოსი არც ხვალინდელ სხდომაზე აპირებს გამოცხადებას.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.