აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტს ოპოზიციაში აფასებენ - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტს ოპოზიციაში აფასებენ

2026-03-24 09:22:16+04:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტს ოპოზიციაში აფასებენ. მათი განმარტებით, ეს ვიზიტი დასტურია, რომ ამერიკა საქართველოს საკითხით ნამდვილად დაინტერესებულია. მეორე მხრივ, ოპოზიცია ქართული ოცნების პირობებში ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას ვერ ხედავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დაგეგმილია მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან. პიტერ ანდრეოლი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.