აშშ-სთან დაწყებულ მოლაპარაკაბებს უარყოფს ირანი და აცხადებს, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ - Palitra News

აშშ-სთან დაწყებულ მოლაპარაკაბებს უარყოფს ირანი და აცხადებს, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ

2026-03-24 09:23:25+04:00

ახლო აღმოსავლეთში ისრაელს, აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება. მხარეები საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს აგრძელებენ, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს დიპლომატიური მცდელობებიც — ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები დაწყებულია და დარტყმების ნაწილი დროებით შეჩერდა. აშშ-სთან დაწყებულ მოლაპარაკაბებს უარყოფს ირანი და აცხადებს, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ამავდროულად, დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ კერად რჩება ჰორმუზის სრუტე, რაც გლობალურ ენერგომომარაგებაზე უკვე აისახა. საერთაშორისო პარტნიორები კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ ვითარების გამწვავებამ შესაძლოა რეგიონული კრიზისი გააღრმავოს.