ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი 24 მარტის ღამეს უკრაინაზე მასობრივ დარტყმას გეგმავს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი 24 მარტის ღამეს უკრაინაზე მასობრივ დარტყმას გეგმავს

2026-03-24 09:24:42+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი 24 მარტის ღამეს უკრაინაზე მასობრივ დარტყმას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური მუდმივად მუშაობს მტრის სადაზვერვო ქსელების წინააღმდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სულ უფრო მეტ მტკიცებულებას იღებენ იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებით ეხმარება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ოთხი სადგურის განთავსებას გეგმავს.