UFC-ს ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი გახდა - Palitra News

UFC-ს ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი გახდა

2026-03-24 10:27:50+04:00

UFC-ს ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი გახდა. საერთაშორისო მასშტაბის ქართველი სპორტსმენი ავტოსფეროს ლიდერი კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში ჩაერთვება. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი „თეგეტას“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და ქართველმა ჩემპიონმა მოაწერეს ხელი. პარტნიორობა იმ პრინციპებზე დგას, რაც ორივე მხარისთვის ფუნდამენტურია - მუდმივი განვითარება, მაღალი ხარისხი და შეუჩერებელი შრომა მიზნის მისაღწევად.