ქალაქ თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა - Palitra News

ქალაქ თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

2026-03-24 12:37:41+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით კახეთში, ქალაქ თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. ბანაკი ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას. ერთკვირიანი ბანაკი ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს მრავალფეროვან და ინტერაქციულ აქტივობებს სთავაზობს, მათ შორის თემატურ დისკუსიებს, საგანმანათლებლო სესიებს, გუნდურ სამუშაოებს, კულტურულ ღონისძიებებსა და შემეცნებით ექსკურსიებს.