თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 156%-ით გაიზარდა - Palitra News

თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 156%-ით გაიზარდა

2026-03-24 14:02:02+04:00

თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 156%-ით გაიზარდა. მხოლოდ 2 თვეში კი ხაზინა 3 მილიონ 629 ათასი ლარით შეივსო. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, შარშან ანალოგიურ პერიოდში ამ ტიპის ჯარიმებიდან შესული თანხა 1 მილიონ 416 ათას ლარზე მეტი იყო. აღსანიშნავია, რომ გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 2 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში თითქმის 49 მილიონი ლარი შევიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 25 მილიონი ლარი. რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში პარკირების წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში ჯამში 17 მილიონ 527 ათასი ლარი შევიდა.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.