2026 წლის თებერვალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 335 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 28%-იანი ზრდაა - Palitra News

2026 წლის თებერვალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 335 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 28%-იანი ზრდაა

2026-03-24 14:03:12+04:00

უძრავი ქონების ფასი ზრდას განაგრძობს. 2026 წლის თებერვალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 335 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 28%-იანი ზრდაა. „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვიდან ასევე ირკვევა, რომ ამ პერიოდში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა და 3 770 შეადგინა. კვლევის მიხედვით, მსგავსი ზრდა ნაწილობრივ დიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული. „საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1 348-ს დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 7%-იანი ზრდაა.

საშუალო გასაქირავებელი ფასი თებერვალში კვადრატულ მეტრზე 10 დოლარი იყო, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 6%-ით ნკლებია, ხოლო უძრავი ქონების ამონაგებმა 8.1% შეადგინა. ეს მაჩვენებელიც შემცირებულია წინა წელთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით.