გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ბარონი ჯორჯ ფოლკსი სასამართლოს მიერ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
როგორც ის აცხადებს, ხოშტარიას განაჩენიც და დაკავებაც უკანონოა.
„მტკიცედ ვუჭერ მხარს ელენეს და მოვუწოდებ ხელისუფლებას საქართველოში, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რადგან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მისი დაკავება უკანონოა“, - წერს ბარონი ჯორჯ ფოლკსი სოციალურ ქსელში.