ილია II ძალიან საყვარელი პატრიარქი იყო. ვიცი, რას ნიშნავდა ის თქვენთვის საქართველოში, მაგრამ მისი სიყვარულიშეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ, მრავალ ადგილას იყო გავრცელებული. მსოფლიოს ყველა კუთხემ იგრძნო მისი სიყვარული, - ამის შესახებ ოკლაჰომას წმინდა იაკობის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა ათანასემ სიონის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩამოვედი ოკლაჰომას მონასტრიდან, წმინდა იაკობის სახელობის მონასტრიდან. ჩამოვედი ჩვენი სულიერი მამის, დიონისეს ლოცვა-კურთხევით, რომელიც პატრიარქ ილია II-ის დიდი ხნის მეგობარი და ძმა იყო. პატრიარქ ილიას ადრეც შევხვედრივარ, რამდენიმე წლის წინ და ახლა ამერიკიდან მის დაკრძალვაზე ჩამოსვლა შევძელი.
ის ძალიან საყვარელი პატრიარქი იყო. ვიცი, რას ნიშნავდა ის თქვენთვის საქართველოში, მაგრამ მისი სიყვარული შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ, მრავალ ადგილას იყო გავრცელებული. მსოფლიოს ყველა კუთხემ იგრძნო მისი სიყვარული.
დიდი კურთხევაა აქ მის დაკრძალვაზე ყოფნა, მილიონობით ადამიანის ნახვა, ვინც მას პატივი მიაგო“, - აღნიშნა აბატმა ათანასემ.