შალვა პაპუაშვილი - როდესაც ევროპარლამენტის ჯგუფებზე ვსაუბრობთ, ქართველ ხალხს მათთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არა გვაქვს, ღირებულებით სხვადასხვა სამყაროში ვართ, არაფერს ქართულს პატივს არ სცემენ! - ისინი ევროპულ ღირებულებებს ასცდნენ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - როდესაც ევროპარლამენტის ჯგუფებზე ვსაუბრობთ, ქართველ ხალხს მათთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არა გვაქვს, ღირებულებით სხვადასხვა სამყაროში ვართ, არაფერს ქართულს პატივს არ სცემენ! - ისინი ევროპულ ღირებულებებს ასცდნენ

2026-03-24 15:43:09+04:00

დიდი ბრიტანეთის მხრიდან ორი მედიასაშუალების დასანქცირების შემდეგ, ტელევიზიების მისამართით შეზღუდვების დაწესებაზე ევროპარლამენტშიც ალაპარაკდნენ. ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სამი წევრი: კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდჟეი ჰალიცკი მოითხოვენ საქართველოს შესახებ ანგარიშში შესწორებები შევიდეს. საუბარია, "პოსტვ-ის", "ტვ იმედისა" და "რუსთავი 2"-ის სანქცირებაზე. ინიციატორთა არგუმენტია, რომ ზემოხსნებული მედიასაშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, ელჩებისა და დასავლური სტრუქტურების მისამართით. მმართველი გუნდის განცხადებით, ანგარიშში შესწორების მსურველი ადამიანები, იმ ქვეყნიდან არიან, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პოლონელი ექსპერტი მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლონეთი საქართველოსთან მიმართებით, სუბიექტური შეფასებებით გამოირჩევა.