34 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან - ვის შეხვდება პიტერ ანდრეოლი და როგორია მოლოდინები პოლიტიკურ სივრცეში - Palitra News

34 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან - ვის შეხვდება პიტერ ანდრეოლი და როგორია მოლოდინები პოლიტიკურ სივრცეში

2026-03-24 15:50:04+04:00

34 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან - სტრატეგიული პარტნიორობიდან, ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ბუნდოვანებამდე. ქართული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების სურვილს გამოხატავს და იმედს იტოვებს, რომ ამერიკული მხარე შემხვედრ ნაბიჯებსაც გადადგამს. მმართველი გუნდისგან არაერთხელ ითქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხვედრა აქვთ. ოპოზიცია ქართული ოცნების პირობებში ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას ვერ ხედავს. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების 34-ე წელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლი ვიზიტს დაემთხვა. წარმომადგენელი კონკრეტული გეგმითა და მისიით უკვე მეორე დღეა საქართველოშია. ვის შეხვდება პიტერ ანდრეოლი და როგორია მოლოდინები პოლიტიკურ სივრცეში?!