ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობა უნგრეთში ვიზიტით, რამდენჯერმე იმყოფებოდა. ორ სახელმწიფოს შორის კონტაქტები, მაღალი დონის გახშირებულ ვიზიტებში გამოიხატა. ეძებს თუ არა, ქართული მხარე აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის გასაღებს უნგრეთში?! ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მმართველი გუნდის სურვილია, ვიქტორ ორბანის კავშირები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასაუბროდ გამოიყენოს. უნგრეთი ევროკავშირში იმ მცირე სახელმწიფოთა შორისაა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას ღიად უცხადებს. სწორედ მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობის არგუმენტით ხსნიან, უნგრულ მხარესთან გახშირებულ კომუნიკაციებს მმართველ გუნდში.