თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2026-03-24 20:33:16+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არსებული პრაქტიკით, ხოშტარია საპატიმროს დაახლოებით ერთ წელში დატოვებს.თავად ოპოზიციონერი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელშიც აცხადებს, რომ თავს კომფორტულად გრძნობს და ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. მისივე შეფასებით, ის ე.წ. „რუსულ რეჟიმს“ არ აღიარებს და მზადაა იმ სირთულეებისთვის, რასაც ეს წინააღმდეგობა მოაქვს. ხოშტარია ასევე ხაზს უსვამს, რომ სასჯელად პატიმრობად არ აღიქვამს და ამ პროცესს მხოლოდ ბრძოლად მიიჩნევს.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქმე მხოლოდ ბანერის დაზიანებას არ ეხება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ხოშტარია რევოლუციური პროცესების ორგანიზებისთვის და ექსტრემიზმის ნიშნების მქონე ქმედებებისთვის დაისაჯა, ხოლო ბანერის დაზიანება შედარებით მსუბუქ ეპიზოდად განიხილება.ამავე დროს, ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ - ნიკა გვარამიას განცხადებით, ხოშტარიას სასჯელი მისი პოლიტიკური პოზიციისა და აქტიური პროტესტის გამო დაეკისრა და ეს კონკრეტული დანაშაულს არ უკავშირდება.ევროპარლამენტში კი აღნიშნავენ, რომ კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაკავებები მიუღებელია და ხოშტარიას საქმეს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ. როგორ წარიმართა აღნიშნული სასამართლო პროცესი და კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები?