ევროპარლამენტში ქართული ტელევიზიების შესაძლო სანქცირებაზე მსჯელობა დაიწყო - Palitra News

ევროპარლამენტში ქართული ტელევიზიების შესაძლო სანქცირებაზე მსჯელობა დაიწყო

2026-03-24 20:38:19+04:00

ევროპარლამენტში ქართული ტელევიზიების შესაძლო სანქცირებაზე მსჯელობა დაიწყო. ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები: კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდჟეი ჰალიცკი ითხოვენ, რომ შესაბამის დოკუმენტში პოსტივის, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის დასანქცირების გადაწყვეტილებაც აისახოს.ინიციატორების განცხადებით, აღნიშნული მედიასაშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათ შორის დასავლელი დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რაც ევროკავშირის პოლიტიკურ გარემოზე უარყოფითად აისახება. „ქართულ ოცნებაში“ კი ამ ინიციატივას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი შეფასებები ობიექტურობას მოკლებულია. მათივე თქმით, პოლონეთის წარმომადგენლები საქართველოს მიმართ მიკერძოებულ პოზიციას ავლენენ - ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში იკვეთება მედიაზე ზეწოლის მცდელობა.საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვების შემდეგ გახდება ცნობილი - რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით და ემუქრება თუ არა ევროკავშირის სანქციები სამ ქართულ ტელეარხს?